logo_geo
გვანცა ყუფარაძე: დიახ, ცილისწამება და შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით!
- +

17 დეკემბერი. 2016. 22:59


 

 

 

გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს შეურაცხყოფის მიყენების თავისუფლებას. აღნიშნულის დაუშვებლობა უზრუნველყოფილია ყველა იმ საერთაშორისო აქტით, რომელიც მიჩნეულია თანამედროვე ლეგიტიმურ სამართლებრივ მიდგომად, რომლის ხელშემკვრელი მხარე საქართველოცაა და რომელსაც ხშირად იყენებენ გამოხატვის თავისუფლების გასამართლებლად, მაშინ, როდესაც რეალურად გამოხატვის თავისუფლების საკითხი არ დგას დღის წესრიგში და საქმე ეხება ხელშეუხებლად სხვისი შეურაცხყოფის გამართლებას.

 

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულის დაუშვებლობა უზრუნველყოფილია იმავე აქტებში - კონვენციებში, რომელშიც გარანტირებულია „გამოხატვის თავისუფლება."

 

ასევე საგულისხმოა, რომ ზემოთ ხსენებული ქმედების ინკრმინირება საჭიროებს სწორ, დისპოზიციურ ფორმულირებას, სამართლიანი და რელევანტური სამართლებრივი ფორმულირების მოსაძებნად, შესამუშავებლად.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა სახის დანაშაულის ფუნდამენტური საფუძველი, გარკვეულწილად, პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებულია „შეურაცხყოფის" ფენომენთან", - წერს გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი