logo_geo
„სტალინი დღეში 500 გვერდს კითხულობდა, თქვენ ცხოვრებაში 5 გვერდი წაიკითხეთ და მერე გამოთქვით აზრი...“
- +

21 დეკემბერი. 2017. 11:30



„ფეისბუქ" მომხმარებელი ერმილე ნემსაძე სტალინის დაბადებას  ეხმაურება.

 

1878 წლის 21 დეკემბერს, საქართველოში, ქალაქ გორში, მეწაღის ოჯახში დაიბადა ერთადერთი  ქართველი გენერალ სიმუსი -  იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი). ბავშვი მალევე დაავადდა მძიმე ავადმყოფობით და გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პატარა იოსები მისი დედმამიშვილების ბედს გაიზიარებდა(ძმები გარდაცვლილი ჰყავდა ყვავილის" დაავადებით).

 

სტალინის დედა მონასტერში ავიდა და უფალს შესთხოვა, რომ თუ შვილს გადაურჩენდა, ის აუცილებლად სასულიერო პირად გაზრდიდა მას. უფალმა უხსნა შვილი კეკეს. კეკემაც პირობა შეასრულა და ბავშვი სასულიერო სემინარიაში შეიყვანა. კეკე ყველაფერზე მიდიოდა, რათა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს  უფულობის გამო  უფალთან დადებული პირობა არ გაეტეხა.


ლოთი მამა კი ცემაში ხდიდა სულს დედა- შვილს, ის სწავლაში ფულის ყრის ნაცვლად მეწაღეობის სწავლას და ბავშობიდან ხელოსნად გაზრდას თხოვდა.

 

სტალინმა მაინც ვერ დაამთავრა სემინარია და პოლიტიკური შეხედულებების გამო დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე  გამორიცხეს სემინარიიდან.

 

ამის შემდეგ სტალინის პიროვნებაში გარდატეხა მოხდა. უსამართლობის განცდით გამოწვეულმა პროტესტმა სტალინის პიროვნების რეალიზება რევოლუციურ მოძრაობაში ჰპოვა.

 

1922 წელს სტალინი არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივნად(28 წევრში 25 ებრაელი 1 სომეხი,1რუსი და 1 ქართველი). დაიწყო გრძელი და სისხლის მღვრელი, დაუნდობელი ბრძოლა სსრკ- ს ხელისუფლებაში ძალაუფლებისთვის, რომელიც 1938 წელს სტალინის გამარჯვებით დასრულდა.

 

1941 წელს ფაშისტური გერმანიის თავდასხმამ სსრკ- ზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, არა მარტო სსრკ- ს არამედ სამყაროს არსებობის ბედი.

 

1945 წელს მეორე მსოფლიო ომისგან ნ სსრკ, მიუხედავად უდიდესი დანაკარგებისა, ყველაზე გამარჯვებული და გაძლიერებული გამოვიდა.

 

გარდა ევროპის ნახევარის და გერმანიის გაყოფისა, სტალინმა გავლენის სფეროდ აქცია ჩინეთიც.

 

1949 წელს სსრკ- მ შექმნა ბირთვული ბომბი.

 

საფუძველი ჩაეყარა კოსმოსის შესწავლას და ათვისებას, რის საფუძველზეც 1957 წელს ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრი ხოლო, 1961 წელს პირველი საბჭოთა კოსმონავტი წარმატებით გაფრინდა კოსმოსში.

 

სსრკ- ს ეკონომიკამ რევოლუციური ცვლილებები განიცადა, რაც ყოველწლიურ 30% ეკონომიკურ ზრდაში აისახა. სამედიცინო სფერომ და განათლებამ განიცადა რევოლუციური გარდაქმნები. ამ ყველაფერმა კი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყანა 10 წელიწადში ახალი სიცოცხლით შეავსო.

 

შედარებისთვის ჩერჩილის სიტყვებიც კმარა - „სტალინმა ჩაიბარა კავის რუსეთი და ბირთვული იარაღით შეიარაღებული იმპერია დატოვა, ასეთ ადამიანებს ისტორია არ ივიწყებს." 


არსებობს აზრთა სხვადასხვაობა,  თუ ვინ იყო სტალინი. ფაქტი კი ერთია, მკვდარიც კი აზანზარებს დღევანდელ ლიბერალებს.

იყო დრო, მოზარდ ასაკში მეც მქონდა სტალინის მიმართ პროტესტი და რასაც ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს  ისაა,  რომ ბაბუასთვის ბევრჯერ მიწყენინებია, რომელიც მეუბნებოდა, არ იცი, შვილო, რას ამბობო!

 

დღეს მყარად ჩამოყალიბებული აზრით, შემიძლია ვთქვა, სტალინი იყო გენია და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება ამათ შემხედვარეს.

 

დიახ, ვამაყობ რომ სტალინი ქართველი იყო და ვამაყობ, რომ მან იხსნა ერები ჯერ ფაშისტური შავი ჭირისგან, შემდეგ კი მასონური უღელისგან.

 

ასეთ პიროვნებებს ისტორია არც და ვერც დაივიწყებს
მინდა, აუკუნეების შემდეგ ვუპასუხო ეკატერინე მეორის კითხვას-  "როგორ შეიძლება მეწაღემ მართოს ქვეყანა?!"
-
მეწაღემ არა,  მაგრამ მეწაღის შვილმა ასე შეიძლება მართოს ქვეყანა !


პ.ს.
ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბილწი და შეურაცმყოფელი კომენტარებისგან. ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს. რაც შეეხება, ისტერიკულ, ხრიგინა თავებს ვეტყვი -  სტალინი დღეში 500 გვერდს კითხულობდა, თქვენ ცხოვრებაში 5 გვერდი წაიკითხეთ და მერე გამოთქვით აზრი," - წერს ერმილე ნემსაძე.


 

big_banner
არქივი