logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: 21 დეკემბერს ყველაზე გავლენიანი ქართველი - იოსებ ჯუღაშვილი „სტალინი" დაიბადა...
- +

21 დეკემბერი. 2017. 22:51



უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„21 დეკემბერს ყველაზე გავლენიანი ქართველი - იოსებ ჯუღაშვილი „სტალინი" დაიბადა. ის ქართველია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო, რომელიც გერმანელ ტყვეებს საქართველოში ჰესებს აშენებინებდა (მაგ: ჩითახევჰესი) , ის ქართველია ვისი ბრძანებითაც გიორგი სააკაძე გადაიღეს, ვისი ბრძანებითაც აბორტი და ჰომოსექსუალიზმი (მამათმავლობა) აიკრძალა 1933 და 34 წლებში.

გახსოვდეთ, მსოფლიოში ერთადერთი ქართველი გენერალსიმუსი სტალინი იყო, რომელსაც 10 მილიონამდე არმია ებარა, და რომელსაც მტრებიც პატივისცემით ახასიათებდნენ!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.


 

big_banner
არქივი