logo_geo
დარეჯეან ლიპარტელიანი: „გირჩი“ ჯაფარიძე, სხვანაირად ფიქრობს, იმიტომ რომ, ის „სვეტია“...
- +

18 დეკემბერი. 2016. 20:01


 

ჟურნალისტი დარეჯეან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებასთან, დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ჩემი ახალგაზრდობიდან, „პლანზე" ერთი კარგი ამბავი გამახსენდა... ეს მოხდა ხონში!

 

მეათე კლასში ვსწავლობდი, დამრიგებელმა ნიკორწმინდაში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანა, დირექტორიც თან გვახლდა, სულგანათლებული ვიქტორ ჭოლოკავა, უმაგრესი ადამიანი, გაანათლოს მისი სული უფალმა...

 

წავედით ექსკურსიაზე, 30-მდე ბავშვი ვისხედით ავტობუსში... ცოტა აქტიური და ცელქი ბავშვები, უკანა სავარძლებზე აღმოვჩნდით, ჩვენი მიზანი, ბევრი სიცილი და გართობა იყო, ნიკორწმინდა კი, რიგით შემდეგი... მოკლედ, რამდენიმე სკოლიდან გამოძევებულმა და რამდენიმე დღის წინ, ახლად გადმოსულმა მოსწავლემ, ძალიან უმაგრესმა ბიჭმა გიამ, მეტსახელად "ქოროფამ" ყურში მითხრა "სეკრეტად", „პლანი" მაქვს და არ გავაბოლოთო? ჯერ შემეშინდა... მერე მითხრა, დარწმუნებული ვარ არ ‘ჩამიშვებო"... არა, არ „ჩაგიშვებთქო" და მართლაც პირველად ვყვები ამას ცხოვრებაში... „ქოროფას" ვუთხარი, მოიცა გოგოებს დავეკითხები, ვაითუ მოვწიოთ და მერე ვერ გავიღვიძოთთქო? სიცილი აუტყდა, ნუ გეშინია, მე გასწავლით, როგორ მოწიოთო... მოკლედ, 12-მა ბავშვმა მოვწიეთ ეს საშინელება და ნიკორწმინდაში, ჩაგვიტანეს მძინარე და უკან ხონში ისევ მძინარეები ჩამოგვიტანეს... ვერ გაგვაღვიძეს, 2 დღე გვეძინა მე და ჩემს კლასელებს და რა ვიცი, ხარისხით, უმაგრესი „პლანი" მოვწიეთ მაგრამ, ეს ვიცი, რომ 3 დღე რეალურ ცხოვრებას გამოვეთიშეთ რამდენიმე ადამიანი და ვერაფერი სიამოვნება და სიკეთე, „პლანისგან" ვერ მივიღეთ... ეს იყო პირველიც და უკანასკნელიც ჩემს ცხოვრებაში... 

 

მე პირადად კი, ვისურვებდი, „პლანით" გაბრუებული და გამოლენჩებული ახალგაზრდობა, არც ქუჩაში და არც სერიოზულ პოზიციაზე სამსახურებში, არასდროს ვნახო... რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ და... ალბათ გოიმი ვარ და ის ბუჩქია, თუ „გირჩი" ჯაფარიძე, ეტყობა სხვანაირად ფიქრობს, იმიტომ რომ, ის „სვეტია"... ისე, რა მოხდება, ერთხელ მაინც მოწეულში გამოვიდეს ტელევიზიით,  ჩავწეროთ მისი ქმედებები და რომ გამოვა კაიფიდან, ფხიზელს ვაჩვენოთ?!... საინტერესო ექსპერიმენტი იქნება ნამდვილად... კანაფის პირდაპირ ეთერში დარგვა-დათესვას, მგონი ეს ჯობია, უფრო პოპულარულია და უფრო ორიგინალურიც",- წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი