logo_geo
ირაკლი გოგავა: ვაქვეყნებ რუკას, რომელიც სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის რეალურ მიზეზს წარმოადგენს
- +

19 დეკემბერი. 2016. 10:52




„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ვაქვეყნებ რუკას, რომელიც სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის რეალურ მიზეზს წარმოადგენს.

 

5 წელია, ტრაგედია მძვინვარებს. კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი მილიონს უახლოვდება, 11 მილიონზე მეტი დევნილად იქცა. კორეის და ვიეტნამის ომების, ანუ 1975 წლის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა პლანეტაზე არ ყოფილა. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც გაზსადენის (ფულის) და ევროპაზე პოლიტიკური გავლენების გამო მილიონობით ადამიანი ააწიოკა და ასიათასობით კი დახოცა.

 

სპარესეთის ყურიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების ორი ალტერნატიული მარშრუტი არსებობს:

 

1.ყატარი-საუდის არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთი-ევროპა;

2. ირანი-ერაყი-სირია-გაზის დაპრესვა და სპეციალური ტანკერებით ევროპაში გაყიდვა.

 

პირველ ვარიანტს მხარს უჭერენ აშშ, ევროპა და მონაწილე ტრანზიტული ქვეყნები, მეორე ვარიანტის მხარდამჭერები შესაბამისად რუსეთი, ირანი, ერაყი, სირია არიან. პირველი ვარიანტის რეალიზება შეასუსტებს „გაზპრომის" დომინირებას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე და, შესაბამისად, რუსეთის შემოსავლებს. ყატარი და საუდის არაბეთი აფინანსებენ „ისლამურ სახელმწიფოს", რომლის ძირითადი მიზანია: ა) ჩამოაგდოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რომელიც წინააღმდეგია ყატარული გაზსადენის პროექტის; ბ) შეასუსტოს ერაყის შიიტური ხელისუფლება, რომელიც ირანის გაზსადენს უჭერს მხარს.

 

საუბრები ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა მაღალ მატერიებზე, როგორც ხედავთ, მხოლოდ ფასადია და რეალური პოლიტიკა სხვაა, ძალიან დაუნდობელი და ძალიან სისხლიანი. სირიის შემთხვევაში კლასიკური გეოენერგეტიკული ომი სახეზეა", - წერს ირაკლი გოგავა.




big_banner
არქივი