თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე მოსახლეობას დამდეგ 2018 წელს ულოცავს:
„ჩემო ზაჰესელებო, სილიკატელებო, ბაღნარელებო და ბიჭვინთელებო, ზემო ავჭალელებო, ზეემკელებო, ცენტროლიტელებო და ქვემო ავჭალელებო, სტეკოლკელებო და გლდანულელებო, სოფელ გლდანელებო, შამპანურელებო, ჩაიგრუზიელებო, ბახტრიონელებო, წყალსადენელებო და ხელოსნის ქალაქელობო და ჩემო კონიაკელებო!
გილოცავთ დამდეგ 2018 წელს!
დაე, თითოეული თქვენგანი ყოველ ცისმარე დღეს სახლიდან მშვიდობით გასულიყოს, ეშრომოს, ესწავლოს, ეღვაწოს, სახლში მშვიდობით დაბრუნებულიყოს, თავის ოჯახის წევრებს მოჰფერებოდეს და მოსიყვარულებოდეს, კარგად ევახშმოს, შერგებოდეს, ტკბილად ჩასძინებოდეს და სიზმარში ნატვრისთვალი დასიზმრებოდეს და უფალს შეავედროს თავისი ქვეყნის, თავისი ქალაქის და უბნის სიცოცხლით ავსება და თავისი ოჯახის სიკეთე, კეთილდღეობა, ხვავი, ბარაქა, ჯანის სიმრთელე და სულის სიმტკიცე...
გილოცავთ, გკოცნით თქვენი შალვა ოგბაიძე!" - წერს ოგბაიძე.