ფოტოგრაფი ჯემალ კასრაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბევრი, ძალიან ბევრი სიხარული მოეტანოს თითოეული თქვენგანისთვის.
განსაკუთრებით თქვენ მინდა მოგილოცოთ ჩემებურებო - ცხინვალელებო. მალე აგვხდენოდეს მამა-პაპურ კერიაზე დაბრუნების ოცნება", - წერს კასრაძე.