logo_geo
ბაკურ სვანიძე: ვერ მოვითმინე და უნდა დავწერო ეს აუცილებლად!
- +

3 იანვარი. 2018. 18:06



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მწერლების ნაწილის კომენტარებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვერ მოვითმინე, რა ვიცი, სიმართლეს გაუმარჯოს და უნდა დავწერო ეს აუცილებლად! ვნახე რამდენიმე ახლობელთან, რომ არასწორად  ამბობთო, დათო ტურაშვილზეო, სად იყო „მაშინო"? 2006 წელს, გირგვლიანის ამბავზე, დათო ტურაშვილმა გიგა ბოკერიას დაურეკა და აგინაო... კი ბატონო! ეს ფაქტი იყო! მაგრამ არ დაფიქრებულხართ, ამის შემდეგ რა იყო? მე მაგალითად, რომ დავცხე მაგათ მასეთ თემებზე,  არსად აღარ მაჭაჭანებდნენ და პირიქით, მირეკავდნენ - შვილები უნდა დაგიხოცოთ შიმშილითო!


დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი,  ლაშა ბუღაძე და სხვები კი, რომლებმაც თითქოსდა „გააპროტესტეს" ყოველივე რაც 2006-07 წელს  ხდებოდა, მაინც სულ „რუსთავი2"-ზე იყვნენ  გაკვეხებული და არც პატივი აკლდათ! რატომ? არ ფიქრობთ, რომ ამ „პროტესტების" შემდეგ მოხდა მათთან მოლაპარაკება და ისინიც დათანხმდნენ შემოთავაზებებს? როგორ გგონიათ, ჩემთან და სხვა ჩემნაირებთან არ იყო „შემორიგების" მცდელობები „ნაცების" მხრიდან? იყო! თან ძალიან „მომხიბლავიც" მატერიალურად! მაგრამ არ დავთანხმდით!

 

ესენი კი, კიდევ ვიმეორებ:- მიუხედავად 2006 თუ 2007 წლებში გამოხატული „პროტესტებისა" მერე მაინც 2012 წლამდე სულ „ნაცების" ტელევიზიებში იყვნენ გამოკვეხებული და თუ გაიხსენებთ ძალიან შერბილებული ჰქონდათ რიტორიკა „ნაცების" მიმართ! ხომ არ გეჩვენებათ, რომ ის მათი „პროტესტი",  რომელსაც ბევრი მოწმეც ჰყავს, სწორედაც რომ მათთვის ჩვეული „პაკაზუხობა" იყო, რათა ხალხს დაენახა - „აი რა მაგარი ბიჭიაო"?! თორემ გიგა ბოკერიასთან დარეკვა და გინება, „ნაცებთან" დაპირისპირება რასაც ნიშნავდა იმ წლებში, ყველამ კარგად ვიცით!

 

2006 წელს რომ გააპროტესტეს და 2008-09-10-11 წლებში აღარაფერი უთქვამთ და თბილად იყვნენ ტელეეთერებში, ეგ არაფერს გეუბნებათ? მერე აღარ იყო რამე გასაპროტესტებელი?

აბა, მიპასუხეთ, როგორღა „იჩითებოდნენ" ესენი მთელი ის წლები მაინც „რუსთავი2"-ის „იმედის" ეთერებში? კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია... ისე კი, მაშინ სანდრო გირგვლიანის ამბავი, როგორც ვიცი ელენე ხოშტარიამაც და ხმამაღლა გააპროტესტა და ირაკლი ოქრუაშვილმაც", - წერს სვანიძე.









 

big_banner
არქივი