logo_geo
პაატა ქურდაძე სააკაშვილის საქმეზე: საინტერესო განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ ინტერპრეტაციებს შორის
- +

6 იანვარი. 2018. 18:19

 

მწერალი პაატა ქურდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს, რომ სააკაშვილის საქმეს ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო" სტატიას უძღვნის, სადაც ერთი სიტყვაც არ წერია, რომ სააკაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენების გამო მიუსაჯეს სამი წელი, როგორც ამას ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება წარმოაჩენდა.


„ფიგარო" სააკაშვილის სასჯელის შესახებ:

საინტერესო განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ ინტერპრეტაციებს შორის: პუბლიკაციაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ექს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენების გამო მიუსაჯეს სამი წელი. ფიგარო წერს რომ სააკაშვილი გასამართლებული იქნა ოთხი მაღალი ფუნქციონერის მიერ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმის (როგორც ჩვენთან ამბობენ) „ჩაფარცხვაში". რომ ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა საქართველო ამ საქმის წარმოებისას მიუკერძოებლობის, ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის დეფიციტის გამო. წერენ რომ არსებობს შესაძლებლობა ექსპრეზიდენტის ექსტრადირებისა საქართველოში.

 

თუმცა სტატიის მეორე ნაწილს მის უკრაინულ პრობლემებს უთმობენ - წერენ, რომ სააკაშვილს ბრალად ედება რუსეთში გაქცეულ ოლიგარქთან გარიგება - მისგან ნახევარი მილიონი დოლარის მიღება კიევში ანტისახელისუფლებო მანიფესტაციებისა და გამოსვლების ორგანიზებისათვის.

 

მემარჯვენე „ლე ფიგაროს" სააკაშვილის სიძულვილს ვერ დასწამებ - ეს გამოცემა ყოველთვის განსაკუთრებულად უჭერდა მას მხარს შეკვეთილი თუ სარედაქციო პუბლიკაციებით. ამდენად საინტერესოა ეს განსხვავება განაჩენის ინტერპრეტაციებს შორის.

 

იმავეს წერს ცენტრისტი „ლე მონდი": სააკაშვილს მიუსაჯეს „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო" და მიუსაჯეს ხაზს ვუსვამ ძიების და არა შეწყალების პროცესში უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

 

ზუსტად იგვე ფორმულირება აქვს მემარცხენე „ლიბერასიონს", „ექსპრესს" და სხვ. და არსად არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები პრეზიდენტის შეწყალების უფლება.

 

მე მეჩვენება, რომ განაჩენის ფრანგული ინტერპრეტაცია ბევრად უფრო ლოგიკურად ჟღერს ამ საქმის ისტორიიდან გამომდინარე, ვიდრე ქართული ინტერპრეტაცია, რომელსაც როგორც ვატყობ დიდი აყალმაყალი მოჰყვება ქართულ მედიში, განსაკუთრებით სატელევიზიო სტუდიებში", - წერს ქურდაძე.


 

big_banner
არქივი