logo_geo
ნინო ჯღარკავა: პოლიციელები გმირები არიან და ნუ დაგვავიწყდება...
- +

19 დეკემბერი. 2016. 19:55




ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა  ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ერთმა მთვრალმა პოლიციელმა ნუ გასვარა მთელი სისტემა ტალახში. პოლიციელები გმირები არიან და ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი იყო კრიმინალთან ბრძოლაში რომ დაიღუპა! პოლიციელი გმირია! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ სხვამ არ უნდა აგოს პასუხი მის გამო!",- წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


 

big_banner
არქივი