logo_geo
მალხაზ თოფურია: ის ამბავი, რომ ქართული ლეგიონი უკრაინას აღარ ესაჭიროება, მინიმუმ უმადურობაა...
- +

7 იანვარი. 2018. 13:13



ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის ამბავი, რომ ქართული ლეგიონი უკრაინას აღარ ესაჭიროება, მინიმუმ უმადურობაა ამ ბიჭების და იმ დაღუპული ქართველების მიმართ, რომლებიც იქ დაეცნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის იდეა ავანტურისტი მიშა სააკაშვილი იყო, აღარ მუშაობს ის ავადმყოფური ლოზუნგი „საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება"... საქართველოს ბედი საქართველოშივე წყდება! უკრაინაში მიშიკოს ბედი წყდება - შეაგდებენ თუ არა ციხეში და არ შეგდების სანაცვლოდ, მზადაა, ყველა თანამებრძოლი ჩააგირაოს...

 

ისინი, პირველ რიგში, ქართველები არიან, მებრძოლები არიან, ძლიერი მებრძოლები და ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი ქართველი მებრძოლი ბიჭები! ვფიქრობ, კარგი იქნება მათი სამშობლოში დაბრუნებაზე ზრუნვა. ვეჭვობ, ყოველივეს მერე რაც გადაიტანეს რომელიმეს ტვინში ისევ უმიშიშებდეს", - წერს თოფურია.









 

big_banner
არქივი