logo_geo
გიორგი მახარაძის დედის ემოციური მიმართვა საზოგადოებას!
- +

8 იანვარი. 2018. 00:51



მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემო კეთილო და საყვარელო ადამიანებო, ჩვენ უკვე თბილისში ვართ. თქვენი ძალისხმევითა და გვერდში დგომით იმედით სავსე, მაინც ვერ ვახერხებ ის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც თქვენ იმსახურებთ. საკამათო არ არის, რა არის დედისთვის შვილის ჯანმრთელობა. თქვენ კი შეძელით ჩემთვის ის გაგეკეთებინათ, რასაც მე მარტო ვერ შევძლებდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ექიმებს, რომლებიც ოპერაციისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ მაიმედებდნენ, რომ ეს არ იყო დაუძლეველი დიაგნოზი, რომ ჩვენ შევძლებდით მის დამარცხებას. ამ იმედით გამოგვიშვეს თურქეთიდანაც.

 

მადლობას გიხდით თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას - ქართველ და თურქ ექიმებს, გიორგის მეგობრებს, კეთილ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლების გიორგის გადასარჩენად გაერთიანდნენ და ჩვენი იმედითა და უკეთესის მოლოდინით აგვავსეს. მადლობა, რომ მაძლიერებთ და ასეთი დიდი სიყვარულით დაგვაჯილდოვეთ: მე, გიორგის დედა თეო ჩივაძე და, რა თქმა უნდა, გიორგი მახარაძე.

 

გილოცავთ შობის დღესასწაულს და არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით. მადლობა", - წერს თეო ჩივაძე.








 

big_banner
არქივი