logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან, რჩება დიდი სიცარიელე, რომელიც დიდხანს არ შეივსება...
- +

8 იანვარი. 2018. 16:23



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„ვალმოხდილი დიდი ქალბატონი ...

 

96 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე...

 

2017 წლის 11 ივლისს ქართულ უნივერსიტეტში შეხვედრა მოვუწყვეთ, ძალიან გაიხარა, ვუსმენდით ამ ლეგენდარულ ქალბატონს, რომელის ფენომენალურ მეხსიერებას, თხრობის საოცარ უნარს ასაკმა ვერაფერი დააკლო...

 

როდესაც ასეთი ადამიანები მიდიან, რჩება დიდი სიცარიელე, რომელიც დიდხანს არ შეივსება, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.

 

P.S. 11 იანვარს, ხუთშაბათს 15 საათზე გამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძრიდან", - წერს ვარდოსანიძე.









 


 

big_banner
არქივი