logo_geo
ქეთევან დუმბაძე: მშვიდობით ქალბატონო, ჩემთვის დეიდა მარიკა...
- +

9 იანვარი. 2018. 12:31



ნოდარ დუმბაძის შვილი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიო საჯაიას პოსტს გადავეყარე, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო წერდა - „ასე მგონია, საქართველოს ისტორია გარდაიცვალაო". სათქმელი ცხვირწინ ამაცალა გიომ. ქვეყნის, ერის, ოჯახის წინაშე ასე ვალმოხდილ ქალბატონს, მე სხვას არ ვიცნობ და არც მსმენია. და-ძმობის, მისი და გიგას მაგალითზე ვარ გაზრდილი და არც ასეთი რამ მინახავს სადმე და ოდესმე. მშვიდობით ქალბატონო, ჩემთვის დეიდა მარიკა, სულ სხვა რიდით და მოწიწებით გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ. შენ ძალიან, ძალიან დიდხანს იცოცხლებ. მარადისობაა შენი ღირსეული ხვედრი", - წერს დუმბაძე. 


 

big_banner
არქივი