logo_geo
გია გაბრიჭიძე: უკვე უამრავი შეკითხვა მიჩნდება ამ „უფლებადამცველების“ მიმართ
- +

9 იანვარი. 2018. 20:22


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სამწუხაროდ მხოლოდ „ფეისბუკზე" ექცევა ყურადღება და ისიც გაკვრით.

ია მეტრეველის და ჯამბულ გამცემლიძის უდიდეს ტრაგედიას, ფაქტობრივად არანაირი მედია გამოხმაურება არა აქვს და ამ დროს, ვიღაც შიზოიდი ნარკომანის მიერ, ჩადენილ დანაშაულზე გამოტანილ განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა, მოსამართლემ, ექსპერტებმა, იურისტებმა კვალიფიციური დასკვნები დადეს, მაინც იმ ჭრილში ატრიალებენ, რომელიც მათ, მკვლელთა ხელშემწყობებს აწყობთ.

თავის სახელს დავარქმევ ყველაფერს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ანა დოლიძისა და ელენე ხოშტარიას მიერ გირგვლიანის საქმეში ჩართულობაზე აპელირება, არც მეტი და არც ნაკლები, პოზიორობა მგონია. პოზიორობა და ცოტა უარესიც.

უკვე უამრავი შეკითხვა მიჩნდება ამ „უფლებადამცველების" მიმართ. მიჩნდება როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათგან ჩემს შეკითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ.

ერთი-ორი შეკითხვა ასეთი იქნება: როცა ამბობთ, რომ გირგვლიანის საქმეში აქტიურად იყავით ჩართულნი, გამცემლიძემ და მეტრეველმა რა დაგიშავეს? როცა პარლამენტის ტრიბუნა გაქვთ, როცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ბრძანდებოდით, ამ ორმა (და კიდევ უამრავმა) საქმემ "წიხლი გკრათ" (ძველი ქართული გამოთქმაა)",  - წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი