logo_geo
თამარ მოლაშვილი: ეს ქანდაკება მარტოხელა დედის სიმბოლოა
- +

19 დეკემბერი. 2016. 22:14


 

 

თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„თავქსნიერი ჩემი ნატვრა იყო. დილას ცრემლიანი თვალებით გამეღვიძა. ტრადიცია მაინც არ დავარღვიე და გადავავლე fb-ს გვერდებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა გვერდის სტატუსებზე ბოლო დღეებში ხატებია დაბრძანებული.

 

ეს ქანდაკება კი სლოვაკეთში დგას. ის მარტოხელა დედის სიმბოლოა. ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც არ არსებობს კანონი "მარტოხელა დედის" შესახებ. პოლიტიკოსებიდან ამაზე არავინ ფიქრობს. ჟურნალისტები მხოლოდ პროვოკაციებით და სანახაობრივი ჩხუბის ინსცენირებით არიან დაკავებულნი. პირიქით, ქალმა, რომელმაც ასეთი სიმძიმე იტვირთა, ჩვენს სამშობლოში განადგურებულია.

 

მახსოვს გაზეთ "დვრიტაში" ვმუშაობდი. ოთხმოცდაათიანი წლები იყო. მაშინ პირველად დავწერე სტატია მარტოხელა დედის შესახებ. "თავქსნიერი ჩემი ნატვრა იყო". "ტავქსნიერი სულხანსაბას განმარტებით დედისა და მამის თანხმობით გაჩენილი შვილია.

 

თვალწინ ჩემი ერთი მეგობარი მედგა, რომელმაც ასკაში შესვლისას შეგნებულად გადაწყვიტა შვილის გაჩენა. საზოგადოებისაგან მიღებული რისხვის გამო ნერვიულობის შედეგად 6 თვის ნაყოფი დაკარგა. დღეს ის ფბ-ს ჩემი მეგობარია. ამ წერილს გაზეთი გამოქვეყნებას ჩემდამი რისხვა მოჰყვა. არც ეკლესიამ დამინდო. განსაკუთრებულს არაფერს ვამბობდი. ნუ ჩაქოლავთ მარტოხელა დედებს-ეს იყო ამ წერილის შინაარსი. მას შემდეგ დრო შიცვალა. საზოგადოების ერთ ნაწილში მარტოხელა დედების მიმართ დამოკიდებულებაც ლიბერალური გახდა.  ქვეყანას კი არ ეღირსა კანონი "მარტოხელა დედების" შესახებ.

 

ჩემო მარტოხელა დედებო, ნიკოლოზობას გილოცავთ! მისი ძალა გფარავდეთ! უფლის გარდა ნურავის იმედი ნუ გექნებათ! რადგან ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, ჩვენივე სხეულიდან დაბადებული ბავშვით, თუ მშვილობილობით, ტვირთიც ბოლომდე ჩვენ უნდა ვატაროთ! მიყვარხართ!",- წერს თამარ მოლაშვილი.


 

big_banner
არქივი