logo_geo
ირმა ინაშვილი: მახარებს კახა კახიშვილის უბადლო მუშაკობა ამ სისტემაში...
- +

10 იანვარი. 2018. 10:42


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში ვიყავი. პატიმარს შევხვდი. როცა შენობას ვუახლოვდებოდი, გამახსენდა 2010, 2011, 2012 წლები. ასე ხდებოდა: გათენებისას ტელეფონზე იყო ზარი,- ნაწამები პატიმარი უნდა გამოასვენონ... და ჩვენც, თავქუდმოგლეჯილნი გავრბოდით გლდანის მერვე დაწესებულების შესასვლელისკენ. ვიდექით მოკლული პატიმრის მშობლებსა და ახლობლებთან ერთად და ველოდით მორიგი მიცვალებულის გამოსვენებას. მერე გვაჩვენებდნენ დიაგნოზს, თითქოს ეს პატიმარი C ჰეპატიტისგან, ინფარქტისგან ან გრიპის ვირუსისგან გარდაიცვალა. არადა, მიცვალებული დაჩეხილი იყო. ნაცემი, აშკარად ნაწამები. არ ვიხსენებ იმ დროს. მძულს ის დრო. მაცოფებს ის დრო. მტკივა ის დრო. უბრალოდ, დღეს, როცა გლდანის მერვე დაწესებულებაში ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ უვლიან პატიმრებს, როგორ ზრუნავენ პატიმრებზე, ვთქვი: სულ რომ აღარაფერი გავაკეთო ცხოვრებაში, ძალიან პატარა წვლილი მაინც მაქვს (ჩემს მეგობრებთან ერთად) შეტანილი იმაში, რომ დასრულდა ის დრო და დასრულდა პატიმრების წამება. მახარებს კახა კახიშვილის უბადლო მუშაკობა ამ სისტემაში. მახარებს, რომ სისტემა ჰუმანიზაციის გზით ვითარდება", - წერს ინაშვილი.












 

big_banner
არქივი