ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ყოფილი პარლამენტარ, ცნობილი ფილოსოფოსს, მიხეილ ნანეიშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობება.
„მშვიდობით, მიხო ბიძია. სულ მემახსოვრება თქვენს სახლში გატარებული დღეები. ვახ, რა კარგი იყო თქვენი თხრობის მოსმენა..." - წერს კორძაია.
ცნობისთვის, ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება.
დაიბადა 1934 წელს თბილისში. 1961 წ. დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი.
იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი.