logo_geo
„იცით, რისი ლეგალიზაცია გსურთ?.. იმიტომაცაა – თამარ მეფე, ჯენიფერ ლოპესი რომ ჰგონიათ!..”
- +

19 დეკემბერი. 2016. 22:48


 


მწერალი მერაბ შათირიშვილი მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„საინტერესოა, მოსაწევი ვინც მოწიეთ, სამუდამოდ მოწეულში დარჩით?.. გასულელება აკლია ქართველ ახალგაზრდობას? სასაცილოდ და საჯღანავად გვაქვს საქმე?

 

იცით, რისი ლეგალიზაცია გსურთ და, საერთოდ, კარგად გაქვთ გააზრებული? ანაშის მომხმარებელი, კარგი, არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ, გამსაღებელი? ე.ი. გამსაღებელს იჭერენ და, თუ ეს ასე იქნება, მომწევი მოსაწევს როგორღა მოიხმარს? ააა, დათესავს? ყანა არ ითესება, ვენახი იჩეხება, სოფელი ცარილდება და, ეტყობა, სოფლიდან მიგრაციის შეფერხება განგიზრახავთ ასეთი ხერხით? გესმით, საერთოდ, რის ლეგალიზაციას ითხოვთ? ისედაც გამოთაყვანების პირასაა მისული ერი და, სულ გამოთაყვანდეს გინდათ?

 

მავანი იტყვის, ეს რა გოიმები არიან, წარსულში ჩარჩენილებიო... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს, წარსულში რომ იყო მოსაწევი და - სხვა რამე-რუმეები, არ დაგესიზმრებათ, მაგრამ, გამოთაყვანების საფუძველი იყო მაშინ ნაკლები...

 

ახლა საქართველოში ისეთი ფონია, გაშიში, მარიხუანა თუ კანაფ-მანაგუა, სულ გამოაჩერჩეტებს ახალგაზრდობას...

 

და, რა გგონიათ, ისეთ ტემპერატურამდეა აყვანილი მარიხუანას ლეგალიზაცია, თბილისის თითქმის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდებისა არ ეწევიან?

 

რომ ეწევიან და განათლება „მარიხუანისტულია" ამ ქვეყანაში, იმიტომაცაა - თამარ მეფე, ჯენიფერ ლოპესი რომ ჰგონიათ!.. მიდით, მიდით, აბოლეთ, ვიდრე გებოლებათ და, დედა რომ ეტირება საქართველოს, დაბოლებას უკვე ვეღარ მიხვდებით!..", - წერს შათირიშვილი. 


 

big_banner
არქივი