logo_geo
„ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს და გიასაც მასში თავისი მოკრძალებული ადგილი ექნება...“
- +

10 იანვარი. 2018. 18:26


 

ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი გია ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„რატომღაც, ბევრი სურათებიდან ეს მომხვდა ხელში... 1987 წელი, ძალიან ახალგაზრდები ვართ... გია ჭანტურია, უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული კაცი. მის სახელს უშუალოდ უკავშირდება ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გრანდიოზული პროექტები. პროექტები, რომლებმაც დაამკვიდრეს საქართველო ცივილური სამყაროს სტრატეგიულ პარტნიორად... ენერგო და სატრანსპორტო დერეფანმა განსაზღვრა ქვეყნის ფუნქცია და საჭიროება... შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები სწორედ ამ პოსტულატებს ეყრდნობა... რა თქმა უნდა, მთელი ამ წარმატების განმსაზღვრელი შევარდნაძე-ალიევის ტანდემი იყო, მაგრამ ვიმეორებ, გიას ენერგიულობამ, ნიჭიერებამ, პროფესიონალიზმმა, მისმა კომუნიკაბელურობამ და თუ გნებავთ იუმორის გრძნობამ უდიდესი როლი ითამაშა ამ პროექტების ხორცშესხმაში... სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ისე მიდიან, რომ მათ გამოცდილებას და შესაძლებლობებს არათუ ქვეყანა არ იყენებს, არამედ ისიც კი არ ახსოვთ ვინ და რა გააკეთა... ისტორია კი ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს და გიასაც მასში თავისი მოკრძალებული ადგილი აქვს და ექნება..." - წერს ადეიშვილი.


ცნობისთვის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.










 

big_banner
არქივი