logo_geo
გოგა ჩანადირი: თბილისი, ამ ქალაქში ყველაფერი ფული არ არის!
- +

11 იანვარი. 2018. 02:55



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ოზურგეთიდან თბილისში მატარებლით ჩამოვედი.

ვხედავ, ქალმა ბაქანზე ფეხი ჩამოდგა. 1 ბავშვი მკერდზე ჰყავს ჩამოკიდებული, მეორეზე ხელი უკიდია. ჩემოდანი და დიდი ხელჩანთა მგზავრებმა ჩამოუტანეს და იქვე ბაქანზე დაუწყეს. ცდილობს, ამ ყველაფერს ერთდროულად მოერიოს, მაგრამ მკერდზე აკიდებული ბავშვის ღრიალი ამის საშუალებას არ აძლევს.

შორი-ახლოდან ურიკაზე ჩამომჯდარი მებარგული უყურებს, ვისაც სახეზე მსხვილი ულვაში აყრია. მერე ვეღარ ითმენს და ახალგაზრდა ქალისკენ მიდის.

- ურიკა ხომ არ გჭირდებათ? - ეკითხება ქალს.

ის უარის ნიშნად თავს აქნევს:

- არ მაქვს საშუალება. რამენაირად ტაქსიში უნდა ჩავჯდე.

მებარგული კეფას იფხანს. თითქოს, ყოყმანობს.

- ქალბატონო, ყველაფერი ფული არ არის. ჩემი ურიკით მიგიყვანთ ტაქსამდე.

ქალიც ყოყმანობს. მერე აბღავლებული ბავშვის შემყურე, დიდ ხელჩანთას ურიკაზე უსიცოცხლოდ დებს.

მებარგულმა ჩემოდანი შემოდო, მტირალა ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და ახალ ჩამოსულ მგზავრებს გაუძღვა.

თბილისი, ამ ქალაქში ყველაფერი ფული არ არის", - წერს გოგა ჩანადირი.










 

big_banner
არქივი