logo_geo
„მოკლედ ვიტყვი...“ - ცოტნე გამსახურდია ანდრეი კარლოვის მკვლელობას ეხმაურება
- +

20 დეკემბერი. 2016. 03:22


 


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ეხმაურება:

 

„მოკლედ ვიტყვი: ვინც რუსეთის ელჩის მკვლელობაზე ღადაობთ, არაფრით განსხვავდებით მათგან, ვისდამი სიძულვილსაც აქ ასეთი ენთუზიაზმით გამოხატავთ. მხოლოდ გვარ-სახელები და მოქალაქეობა გაქვთ სხვა",- წერს გამსახურდია.

 

შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.


 

big_banner
არქივი