საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას ეხმაურება:
„მოკლედ ვიტყვი: ვინც რუსეთის ელჩის მკვლელობაზე ღადაობთ, არაფრით განსხვავდებით მათგან, ვისდამი სიძულვილსაც აქ ასეთი ენთუზიაზმით გამოხატავთ. მხოლოდ გვარ-სახელები და მოქალაქეობა გაქვთ სხვა",- წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.