logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: ტყვია, რომელიც ელჩს მოხვდა - პუტინს ეკუთვნოდა
- +

20 დეკემბერი. 2016. 11:50


 

 

„როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ბავშვების მკვლელობას არ ერიდება არც საკუთარ სახლში (ბესლანი, მოსკოვი, გროზნო) და არც გარეთ (ალეპო, საქართველო, უკრაინა), რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გამწარებული ადამიანები ამ პირსისხლიანის სამსახურში მყოფ დიპლომატებსაც დაერევიან და სხვასაც", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას.

 

„ტყვია, რომელიც ელჩს მოხვდა - პუტინს ეკუთვნოდა.

 

ბავშვების სისხლი - არც ამქვეყნად შერჩება ვინმეს და არც იმქვეყნად.

 

პაციფისტი ვარ. ვგმობ ძალადობას. ამავდროულად, ზუსტად მესმის - პუტინი - გასაჩერებელია!!!

 

ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დამლაგებლების ოლიმპზე მოკალათებული ყველა ქვეყანა, თანაბრადაა პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს. მარტო პუტინი არაა დედამოხნული - დედამოხნულების მთელი პლეადა მართავს ბურთს.

 

სხვისი უბედურებით შექმნილი ბედნიერება - არ არსებობს!

 

რა კარგია, საქართველო არცერთ ასეთ სიბინძურეში რომ არაა გახვეული", - წერს ყანდიაშვილი.



 

 

 

 

big_banner
არქივი