logo_geo
ანა მარშანია: ვუყურებ და ვფიქრობ, რა ეშველება ამხელა მემკვიდრეობას, ილიკო რომ აღარ იქნება?
- +

17 იანვარი. 2018. 14:29



„გაგეცინებათ და ბევრი წელია პერიოდულად ვფიქრობ, ილიკო და ნიანუ რომ აღარ იქნებიან, ვინ უხელმძღვანელებს სუხიშვილებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანა მარშანია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ნიანუს ოჯახი არ ჰყავს. ილიკოს გოგოები - დაშა და ლიზა არ ცეკვავენ. დაშა ჯერ რუსეთში, მერე აშშ-ში ცხოვრობდა, ლიზას ხატვა იტაცებს. დავდივარ კონცერტებზე, ვუყურებ ჩანაწერებს და ვფიქრობ, ვინ გააგრძელებს ამ საქმეს ასე ხარისხიანად, ასე დიდებულად...

 

ჯუთა, აი ის ცეკვა, სუხიშვილების აბსოლუტურად ყველა კონცერტი რომ ამ ნომრით სრულდება, პატარა ილიკოს დადგმულია. ეს ის ცეკვაა, მთელი დარბაზი ფეხზე რომ დგას და ემოციები ყელში ებჯინება. ქალებს კოჭები უჩანთ და ცეკვისას „ტლინკებს ყრიან". ალბათ, თავის დროზე ჯუთაც ვერ მიიღო საზოგადოების ნაწილმა და ამტკიცებდა, რომ ქართული ცეკვა, მხოლოდ, ნინო რამიშვილის ჯეირანის მსგავსი კდემამოსილი შეიძლება იყოს, ალბათ, მაშინაც ამბობდნენ, რომ პატარა ილიკო ქართულ ცეკვას ასამარებს. ვუყურებ ხორუმს, ცდოს, სამაიას, ნანილას, ზეკარს, ჯუთას და ვფიქრობ, რა ეშველება ამხელა მემკვიდრეობას, ილიკო რომ აღარ იქნება? რაც შეიძლება მეტი უნდა მოასწროს, მეტი შექმნას, მეტი დატოვოს.

 

იმედი მაქვს, "პოლიტოლოგებთან", "ეკონომისტებთან" და აბსოლუტურად ყველაფერთან ერთად, "ცეკვის ექსპერტების" მოსაზრებებს არ გაცნობია, ან თუ გაეცნო, მაგრა კიდია. ნუ ვიქნებით ილიკოზე დიდი ილიკოები. დრო მიუჩენს ადგილს ამ ახალ ცეკვასაც. გადაინაცვლებს დიდ სცენაზე, ან დარჩება კლუბში შესრულებულ ექსპრომტად. (ხო, როგორც ბევრმა აღნიშნეთ, სიმთვრალეში რომ თქვენც ასე ცეკვავთ, იმედია, ამის გულწრფელად არ გჯერათ. სულ, სულ დავდივარ სუხიშვილების კონცერტზე, წელიწადში რამდენჯერმე, 10 დღეში კიდევ წავალ, ჯერ კიდევ შარშან ვიყიდე ბილეთები, ისევ გამაოცებს ცდო და ისევ დავდგები ფეხზე ჯუთას დასრულებისას. მერე, სახლში დავბრუნდები და ისევ შემაწუხებს ანსამბლის მომავალზე ფიქრი", - წერს მარშანია.

 



 

big_banner
არქივი