logo_geo
„ჩემი ამბავი რომ არ გაგიზიაროთ, შევიშლები“ - თეა სიჭინავა ავარიაში მოყვა
- +

20 დეკემბერი. 2016. 14:07


 

 „ხალხნო, ვიცი, რომ სამყარო შეიშალა და ისიც ვიცი, ლარი რა უბედურ დღეშიცაა, მაგრამ ჩემი ამბავიც რომ არ გაგიზიაროთ, ალბათ, მეც შევიშლები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა სიჭინავა წერს და აქვე აღნიშნავს, რომ ავარიაში მოყვა.

 

„ჩემი მანქანაც დავამტვრიე და სხვისიც, გამოგვიწერა 250-ლარიანი ჯარიმა, ავარიის შოკი არ მაქვს ჯერ კიდევ გავლილი და სახედაკარგული რომ მივედი ერთ ადგილას, აგერ თურქეთში ელჩის მკვლელობაც წამომეწია.

 

გგონიათ, დასრულდა? გამოვედი და არასწორი პარკირებისთვის ამჯერად ათი ლარით დავჯარიმდი. წმინდა ნიკოლოზს მეც კი ვთხოვე რაღაც, მაგრამ მგონი, არასწორად გამიგო", - წერს სიჭინავა. 


 

big_banner
არქივი