logo_geo
ირაკლი გოგავა: გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, იქნებ ადრესატამდე მივიდეს
- +

20 დეკემბერი. 2016. 19:01



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ლარის კურსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


 

„ეროვნული ვალუტა სტაბილურია თუ:

 

1. არსებობს ვალუტის მიმართ ნდობა.

2. წარმოების მოცულობა, დასაქმება და მშპ იზრდება.

3. ექსპორტი აჭარბებს იმპორტს.

4. ეფექტურად მუშაობს საფონდო ბირჟა, აქციებში ფული იდება.

5. არსებობს უცხო ვალუტის სტაბილურად მზარდი შემოდინება უცხოეთიდან..

6. მთავრობა ატარებს გამართულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

 

ვნახოთ, რა ხდება პუნქტების მიხედვით:

 

1. ნდობა დაკარგულია, მის აღდგენას დიდი შრომა სჭირდება.

2. წარმოების მოცულობა მიზერულია და მთავრობას რეალური სექტორის ზრდის და ამ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის სერიოზული გეგმა არ წარმოუდგენია.

3. ექსპორტი მცირეა და უფრო მცირდება, იმპორტი იზრდება; იმპორტი 7 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება ექსპორტს.

4. საფონდო ბირჟა არ მუშაობს.

5. დიასპორა და უცხოელი ვიზიტორები გვამარაგებენ უცხო ვალუტით, თუმცა, ეს წყარო არ არის სტაბილური.

6. მთავრობა არ ატარებს სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

 

ვალუტაზე სხვა გავლენებიც არსებობს, ცხადია, მაგრამ თუ ძირითად 6 ფაქტორს გავაანალიზებთ, ნათელი ხდება, რომ რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი. მიდგომებია შესაცვლელი. ერთმა მინისტრმა ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე თქვა: „ამას ტელევიზიით ვერ ვიტყვი, მაგრამ ლარის გაუფასურებას დადებითი მხარეც აქვს - ექსპორტი წახალისდებაო". ამ მინისტრს მინდა მივმართო: ვალუტის ზომიერი გაუფასურება ახალისებს შექმნილი პროდუქტის ექსპორტს, შენ ჯერ წარმოება გააკეთე, პროდუქცია გამოუშვი და წახალისებაზე მერე იფიქრე, რას ახალისებ, რაც არ გაქვს?!  წახალისება სხვა მეთოდებითაც შეიძლება - უფრო ეფექტურით. ღვინის ექსპორტს თუ ახალისებ, იმ ღვინოში ბოთლი, საცობი, ეტიკეტი და მუყაო იმპორტულია. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს იქ დასმული აქცენტების გამო. ამ გზით მივალთ ქვეყნის ეკონომიკურ გამოფიტვამდე, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. „საქართველოს განვითარების ლაბორატორიაში" გვაქვს კონკრეტული ხედვები, რომელიც შეცვლის სიტუაციას და 5-6 წელიწადში გააორმაგებს ეკონომიკას. მაგრამ აინტერესებს ვინმეს? გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, იქნებ მივიდეს ადრესატამდე", - წერს ირაკლი გოგავა.



 

big_banner
არქივი