logo_geo
გიორგი კალანდია: როგორი სირცხვილია ქვეყნისთვის, რა გაუჭირდა ტელევიზიას ამისთანა რომ...
- +

21 იანვარი. 2018. 22:46



ცნობილი დიქტორის, დავით სოკოლოვის თავშესაფარში ცხოვრებას გიორგი კალანდია ტელევიზიის სირცხვილად მიიჩნევს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტიოთ ეხმაურება:


„ლეგენდარული დიქტორი, ადამიანი და პროფესიონალი! როგორი სირცხვილია ქვეყნისთვის, რა გაუჭირდა ტელევიზიას ამისთანა რომ ეს ხელისხელ საგოგმანებელი კაცი ამ დღეში არ ჩავარდნილიყო! მერე ვიტყვით დანანებით, ფიროსმანი კიბის ქვეშ მოკვდაო, ისტორიისაგან ვერაფერს ვერ ვსწავლობთ! ლითონია ჩვენში ყველაფერი!

 

ყველა ჩემს მეგობარ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო გამოეხმაურონ დავით სოკოლოვის ასეთ სამარცხვინო ყოფას! ეს არა მარტო პროფესიული სოლიდარობაა, არამედ საკუთარი მომავლის დაზღვევა! სუპერ პროფესიონალებს უზრუნველყოფილი სიბერე ეკუთვნით! თუ დაიკიდებთ ახია თქვენზე, სამყაროში არაფერი იკარგება და არაფერი რჩება უპასუხოდ, მათ შორის გულგრილობაც!", - წერს გიორგი კალანდია.


 

big_banner
არქივი