logo_geo
ნინო ჯღარკავა: ეს კანონი კარგად გადაიკითხეთ უვიცებმა და მიხვდებით...
- +

23 იანვარი. 2018. 18:11



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელის მეშვეობით გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტსა და ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ეს კანონი კარგად გადაიკითხეთ უვიცებმა და მიხვდებით, მცირე და დიდი ოდენობა ნარკოტიკი რამდენია და რატომ ისჯება 8 წლით! ნუმერაციით 29-ე - სუბოტექსია", - წერს ჯღარკავა.


https://matsne.gov.ge/ka/document/view/1979040


ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა") 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.


შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.





 

big_banner
არქივი