logo_geo
ლალი მოროშკინა: ქუჩა სავსეა მოყანყალე ნარკომანებით!
- +

23 იანვარი. 2018. 18:52



ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ღმერთს უბრალოდ ჩასთვლიმა... თქვენ კი გაყიდეთ ახალი თაობა! რაო, შეგშურდათ მათი სილამაზის და სილაღის? დააბრუნეთ 90-იანები? ქუჩა სავსეა მოყანყალე ნარკომანებით! „პლანის" სუნმა გაჟღინთა ისედაც დაბინძურებული ჰაერი, კარგად მისმინეთ! თუ ნარკოპოლიტიკას არ გადახედეთ, თქვენ იქნებით ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი საქართველოს ისტორიაში! სასწრაფოდ გამოვლინდნენ ჩვენი შვილების თაობის გამანადგურებელი პარლამენტარები! ამ ბინძურ საქმეში აღებული ფული - თქვენი განაჩენია, რომელიც სულ საკუთარ მკურნალობაზე წაგივათ! ის გამოიღვიძებს, მითქვამს მე!" - წერს მოროშკინა.





 

big_banner
არქივი