logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: რა ლეგალიზება მოგინდათ როცა ერი გადაშენების გზაზე დგას?!
- +

23 იანვარი. 2018. 21:33

 

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბევრჯერ მქონია პრაქტიკაში, როდესაც დედას შვილის საპროცესო შეთანხმებისთვის თანხა არ გაუხდია და ჩემთვის უთქვია, რომ სანამ სასჯელს მოიხდის მისი ორგანიზმი ცოტა ხნით მაინც დაისვენებს ნარკოტიკისგან და იცოცხლებსო!

 

დოზის გადამეტებით ბევრი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მასიური მოხმარების გამო ჩვილ ბავშვებში ანომალიამ იმატა და კიდე რა უნდა მოხდეს, რომ საზოგადოების მასამ გააცნობიეროს ნარკოტიკების საფრთხე?

 

რა ჰუმანური მიდგომა და რა ლეგალიზება მოგინდათ როცა ერი გადაშენების გზაზე დგას?

 

ნარკომანს ტვინის უჯრედები ისე აქვს გადაგვარებული, რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვეღარ ხედავს!

 

მქონდა პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც არ დავასახელებ სახელსა და გვარს დღეს ის ბიჭი გარდაცვლილია ნარკოტიკის ზედოზირებით, მან ცოლი და 6 თვის შვილი ახმეტაში ჩაიყვანა წამლის საყიდლად, წამალი რომ აიღო იქიდან გამოიქცა და ცოლ-შვილი დატოვა გამსაღებელთან!

 

რა თქმა უნდა, იმ გამსაღებელმა ეს გოგო გამოუშვა და რომ ჩამოვიდა ქმარმა უთხრა ვიცოდი რომ გამოგიშვებდაო. ეს გოგო, რა თქმა უნდა, გაშორდა და ქმარი აგრესიას ვერ მალავდა თუ რა ჩაიდინა ისეთი რომ არ აპატია!

 

კიდე უამრავი ფაქტებია, გაუბედურებული ოჯახები, ნარკოტიკის არ ქონის დროს ძალადობა ოჯახის წევრებზე ფულის გამორჩენის გამო, საბანკო ვალები და დაკარგული ქონებები.....

 

რაც ომით ვერ მოუწიეს ერს, ნარკოტიკით მიაღწევენ მტრები ერის გენოციდს!

 

ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროპის ნაწილი სადაც კულტურულად ჭამენ და სვავენ, ჩვენ ყველაფერში მუცლის გახეთქვამდე ვიცით ყოფა!

 

ბოდიშს გიხდით მაგრამ ასეთია ერის უმრავლესობა, ზომიერება დაკარგული და ფატალური შედეგის მომტანია უკვე ნარკოტიკების მოხმარება!

გაიხედეთ ქუჩაში, გამოთაყვანებული დადის უკვე ახალგაზრდობა, წაშლილი სახით და მკვდრის ფერით სახეზე..." - წერს ინგა ბერიკაშვილი.


 

big_banner
არქივი