logo_geo
ნინო ჯღარკავა: ეს უკვე დაჩის ზღაპრებსაც სცდება...
- +

24 იანვარი. 2018. 17:42



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კურიერში" ვიღაც პიტკინივით დაბინტული დავით შუკაკიძე ჰყვება, როგორ სცემეს უცნობმა პირებმა რკინის ჯოხებით. თან არ დავიწყებია შიგადაშიგ სოსო გოგაშვილის ხსენება. მე „ყინწვისის" ამბებში ვიყავი პოლიტპატიმარიო და გოგაშვილი იქ გავშიფრე, რომ აგენტი იყო, ამბები მიჰქონდ-მოჰქონდაო.

 

„კურიერში" რომ გარბის სააკაშვილის პოლიტპატიმარი, ეგ ცალკე თემაა. ჰოდა, ერთი მიშა ცილიკიშვილი - მოდი აქ, შენც „ყინწვისის" ამბებში იყავი და გეცოდინება, ეს შუკაკიძე ვინაა და რას ბოდავს. სოსო გოგაშვილი რომ „მაფიოზია" და თურმე ასე ჩუმ-ჩუმად აცემინებს ხალხს ქუჩაში, ეს უკვე დაჩის ზღაპრებსაც სცდება", - წერს ჯღარკავა.


ჯღარკავას აღნიშნულ პოსტს მიხეილ ცილიკაშვილი გამოეხმაურა:


„მე ვიყავი „ყინწვისის" თემაში. საერთოდ არ ვიცნობ  გოგაშვილს. არც მაშინ და არც ახლა არ ვიცი სახეზეც კი და ეგ დათო ბევრ სისულელეს ამბობს. სასწაულს გაიგებ კაცი", - წერს ცილიკაშვილი.










 

big_banner
არქივი