logo_geo
ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ ნინოს სახით გვყავს კეთილსინდისიერი და თავისუფალი ადამიანი...
- +

25 იანვარი. 2018. 21:02


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩვენი საზოგადოება იზრდება, იზრდება თითქმის ყველა პარამეტრით და თითქმის ყველა საკითხში და ეს სასიხარულოა. ამ ეტაპზე, ის რაც ვერ დავძლიეთ, განსხვავებული აზრის გამომთქმელის მიმართ გავეშებული თავდასხმის ვნებაა. არადა, პირიქით უნდა იყოს, განსხვავებული შეხედულების მქონე იდეურ პოლემიკაში საუკეთესო პარტნიორია და მისი ჩაქოლვის სურვილი კი არა, მასთან დისკუსიის და მსჯელობის გაგრძელების სურვილი ბუნებრივად უნდა გქონდეს. რთულ, ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ემოციურ და საყურადღებო საკითხის მიმართ მაჯელობაა საჭირო, რაც იმთავითვე, სწორედ ბევრი სხვადასხვა აზრის არსებობას ნიშნავს და როგორ ვაპირებთ ამ ბევრი სხვადასხვა აზრიდან საუკეთესო აზრი გამოვადნოთ, საუკეთესო მოსაზრებაზე შევჯერდეთ?! სხვა (მიუღებელი) აზრების უგულებელყოფით და იმ აზრების ავტორთა განადგურებით?! არა ბატონებო, ეს საშიშია! ასეთი მიდგომებიდან იბადება შეუწყნარებლობა, კლასობრივი, იდეოლოგიური და სამოქალაქო/საზოგადოებრივი სეგრეგაცია!

 

ჩემი კოლეგა და მეგობარი ნინო წილოსანი გამოხატავდა თავისუფალ აზრს და მან ზოგიერთისგან მიიღო არა დისკუსიის შეთავაზება ამ აზრის და შეხედულების გარშემო, არამედ სოც.ქსელური ინკვიზიცია.

 

ეს ვერ იქნება წინაპირობა აზრების ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, არადა ეს ნამდვილად გვჭირდება!

 

მე მოხარული ვარ, რომ ნინოს სახით გვყავს კეთილსინდისიერი და თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აქვს გაბედულება განსხვავებული აზრის თამამად და კორექტულად, ზომიერად გამოხატვის, აზრის რომელსაც შეიძლება არ იზიარებდე, მაგრამ პატივისცემით კი აუცილებლად უნდა მოეკიდო, რადგან განსხვავებული აზრები ამარტივებს სწორ დასკვნამდე მისვლის შესაძლებლობას", - წერს გაბუნია. 


 

big_banner
არქივი