logo_geo
ეფრემა გვარად პოღოსოვი იყო...
- +

26 იანვარი. 2018. 13:28

 

 

მართლა ასე იყო, 1992 წლის ზამთარია, ლაგოდეხის რაიონის ერთ სოფელში, ახალგაზრდები შეკრებილან და ლამფის შუქზე ქეიფობენ, სამშობლოს სადღეგრძელოს მიირთმევენ და უცებ  დენი მოვიდა მოულოდნელად

-  არიქა,  ტელევიზორი ჩავრთოთ, რა ხდება ქვეყანაზეო....

აფხაზეთზეა გადაცემა -  ბრძოლის კადრები, დაღუპულები... წავიდა ისევ დენი... რაზე გავჩერდითო? -  თამადამ.  სამშობლოსას ვსვამდითო, -  ბიჭებმა! ჰოდა, ამხელა ხალხი ვართ, სამშობლოს უჭირს აფხაზეთში და ხვალე წავიდეთო, დილით ავტობუსი გადის თელავისკენ და იმას გავყვეთო. აბა რაო!-  დაეთანხმნენ შეზარხოშებული სუფრის წევრები...

დილით გაჩერებაზე აღნიშნული სუფრიდან მხოლოდ ერთი ბიჭი, სახელად ეფრემა იდგა.

- სად მიდიხარო? - მოხუცი თანასოფლელი ჩაკითხვია.

- აფხაზეთში სამშობლოს დასაცავადო, - ამაყად უპასუხია ეფრემას.

-  სახლში დაეტიო, არ ჯობია? თან შენაო? - ნახევრად დაცინვით უთქვამს მოხუცს.

-  არა, არ ჯობია. ამხელა სოფელი ვართ და ერთი კაცი არ წასულა ჩვენგან და რას იტყვიან მერე ჩვენზე, ომი რომ მორჩებაო, -  ამაყად უპასუხია ეფრემას.....

ერთი კვირის თავზე ეფრემას დაფლეთილ-დასახიჩრებული გვამი უკან ჩამოასვენეს სოხუმიდან.
ძალიან ბანალური ისტორიაა, თითქოს არაფრის მთქმელი - გარდა ერთი პატარა ნიუანსისა, ეფრემა გვარად პოღოსოვი იყო...



/მალხაზ თოფურია/











 

big_banner
არქივი