logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ვინ ვართ ჩვენ?! რა ჯიშის ვართ?!
- +

27 იანვარი. 2018. 16:51



„SOS! SOS! SOS! ვინ ვართ ჩვენ?! რა ჯიშის ვართ?!" - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რას წარმოვადგენთ ამნაირს, რომ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის სიცოცხლეს! შვილებს ვკლავთ!

 

ვინ მისცა ჩვენს ერს ამის ფუფუნება, რომ გენოფონდს ვანადგურებთ, ჩვენივე ხელით!

 

ჩვეულებრივზე რომ არაფერი ვთქვათ - 90% მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელები რომ პოტენციურ მკვლელებს და მსხვერპლს წარმოადგენენ, არახალია!

 

ჯიპებზე წამომჯდარნი რომ არას დაგიდევთ, ესეც ძველია!

 

ჩამოვიდეთ მანქანებიდან, ვიაროთ ფეხით, ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით...

 

ვაცალოთ ჩვენ და სხვის შვილებს გაზრდა და ცხოვრება...

 

არ უნდა ყველა აბიტურიენტს და სტუდენტს მანქანა! მარტო თბილისში 600 ათასი მანქანა დადის! რად უნდა სტუდენტს მანქანა?! მართლა გაგიჟება შეიძლება, რა!!!

 

უკაცრავად, სხვანაირად არ გამიგოთ და ორგზის დეპუტატი ვარ, სხვაზე ნაკლებ არც ტარება ვიცი, მაგრამ წელიწადზე მეტია დავდივარ უმანქანოდ, მეტროთი და ფეხით ვმოძრაობ. როცა მყავდა, მაშინაც მხოლოდ თბილისი-სამტრედიას შორის დავდიოდი. რა უბედურებაა მართლა ამდენი მანქანა...

 

ბევრი პრობლემაა ჩვენში მენტალურად, ბევრი! ცოტა თავს შემოვუძახოთ, თორემ ისეთი ტემპი გვაქვს აღებული, 30-40 წელიწადში უცხოტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი..." - წერს ჩრდილელი.




 

big_banner
არქივი