logo_geo
"თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები"
- +

30 იანვარი. 2018. 10:08

 


„-რომ გითხრან, ცირკშიც ხშირად ივლი, თეატრსაც ნახავ და ყველა სურვილი აგისრულდება, ოღონდ გუდამაყრიდან უნდა აიყარო და ქალაქში წამოხვიდეო, რას იზამ?

- არ წავალ. აქ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში.

- რა არის მეტი?

- მთები - მშვიდი და ძლიერი... ვუყურებ და ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები.

მთები არ ტოვებენ თავის ადგილს, თუ დატოვებენ, ჩამოიქცევიან...

- ვინ უნდა გამოხვიდე დიდობაში? - ვეკითხები ბაჩოს.

- ჯარისკაცი.

- რად გინდა ჯარისკაცობა, უნდა იომო?

- მარტო ომისთვის უნდა იყო ჯარისკაცი? დავიცავ ამ მთებს და მთელ გუდამაყარს, მესაზღვრე ვიქნები.

- საზღვარი რა არის?

- ეზოს ღობესავით არის, მაგრამ ღობე შეიძლება მოშალო, საზღვარს კი ვერ მოშლი.

- რატომ?

- საზღვარი შენს სამშობლოს იცავსო, მამამ თქვა, ღობე კი ეზოს, რომელიც შეიძლება ძმას გაუყოო..."


"ბაჩო წიკლაური გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეექვსე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც სკოლელი, სამაგიეროდ ჰყავს ორი მასწავლებელი...











 

big_banner
არქივი