logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: თინა ხიდაშელი სააკაშვილივით წარსულის პოლიტიკოსია!
- +

30 იანვარი. 2018. 23:14


 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პირად facebook გვერდზე ანა ნაცვლიშვილს და თინა ხიდაშელს მიმართავს. როგორც ზარდიაშვილი წერს, მის სახელს სანდრო გირგვლიანის ტრაგედიასთან აკავშირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ზარდიაშვილი პასუხს მოითხოვს კითხვებზე - რა კავშირია მასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შორის? რა სახით არის დაკავშირებული მისი სახელი გირგვლიანის ტრაგედიასთან? 


საიას მეორე ყოფილი ხელმძღვანელისგან თინა ხიდაშელისგან მოველი ზუსტად იგივეს! მაგრამ მისი პასუხი ნაკლებად მაინტერესებს მარტივი მიზეზით - ის არის სააკაშვილივით წარსულის პოლიტიკოსი, რომელმაც ვერ გამოიყენა შანსი ეფექტურად ემსახურა თავისი ქვეყნისთვის. ვერ შეძლო ემუშავა იმ პარტიაში, რომლის წყალობითაც გახდა თავდაცვის მინისტრი!" - წერს ვანო ზარდიაშვილი.











 

big_banner
არქივი