logo_geo
„ეს პოლიციელი ყველას უნდა გვიყვარდეს!”
- +

31 იანვარი. 2018. 00:57



სოციალურ ქსელში  facebook-გვერდი „სოლიდარობის სახლი" ავრცელებს ფოტოს, რომელშიც პატრულის თანამშრომელი მიუსაფარ მამაკაცს ტორტის ნაჭერს აწვდის.


„ეს პოლიციელი ყველას უნდა გვიყვარდეს! მეგობრებო, ყველამ გააზიარეთ და ვეცადოთ, მოვძებნოთ, გავიგოთ ამ პოლიციელის ვინაობა და ყველამ ერთად ვუთხრათ, რომ მაგარი კაცია! როგორ არ ვიამაყო და არ მიყვარდეს ეს ადამიანი?.. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს! მინდა, ყველა პოლიციელი ასეთი გულმოწყალე იყოს. აი, აი.... მართლა ამეტირა. გენაცვალე, შენ, ვინც ხარ! კაცი ხარ, ნამდვილი კაცი! ასეთ პოლიციელებს ხალხის სიყვარული! ასეთ პოლიციელებს, მეტი დაფასება!

 

P.S. ახლა მომწერეს, ეს პოლიციელი მეტროს პატრულია, ტორტი მიართვეს, არც მიურთმევია და სულ გაჭირვებულებისთვის გაუნაწილებია. უმაგრესი ადამიანი!"- ნათქვამია „სოლიდარობის სახლის" ინფორმაციაში.

 

 











 

big_banner
არქივი