logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი თვითკარიკატურიზაციის მორევშია
- +

21 დეკემბერი. 2016. 11:39




„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:


„მზის სხივი რომ საუკეთესო დეზინფექტორია, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ენმ-ის მაგალითზე. მეტი სკაიპ ჩართვაა საჭირო უკრაინიდან. ბევრი და ყველგან! ყველაფერი მოსულა, რაც მეტს იტყვის, უკეთესი. მე ჩემს აზრს გეუბნებით პოლიტიკურ თვითმკვლელობას ვერავის დავუშლი. ბრაზობს, რომ ჩვენ არ ვართ ჩიორას როლში და გვლანძღავს. თვითკარიკატურიზაციის მორევშია.  მთავარია სკაიპის სამურაიმ არ მოგანატროთ თავი.  არარაობები ხართ მიშას გარეშე -კი. მაგან გაქციათ ადამიანებად. მადლობა ბელადს. ჰოდა ეგ ლიდერი პრემიერად ენმ-ის მხარდამჭერების ნახევარსაც კი არ უნდოდა, არათუ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. და ახლა თქვენ თუ გსურთ ხატი დაწერეთ და ილოცეთ. ბევრი ილანძღოს და იჭორაოს და იმ ნახევრის, ნახევრის, ნახევარიც აღარ დარჩება", - წერს ჩერგოლეიშვილი.




 

big_banner
არქივი