logo_geo
ზვიად ტომარაძე ალექსანდრე ჯეჯელავას: აღადგინეთ ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე
- +

21 დეკემბერი. 2016. 11:57


 



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

 

„ბატონო ალექსანდრე, ნამდვილად შეგიძლიათ საახალწლო საჩუქარი გაუკეთოთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. კერძოდ, აღადგინოთ ზამთრის არდადეგები 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე, რომელიც ერთპიროვნულად შეცვალა ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ და არსებული მდგომარეობით, არდადეგები 29 დეკემბრიდან 16 იანვრამდეა. აღსანიშნავია, რომ წელს განსაკუთრებით მკაცრი ზამთარია და გახშირებულია ვირუსული ინფექციები. ასე რომ, თქვენი გადაწყვეტილება, „ძველი არდადეგების" დაბრუნების შესახებ, ყოველმხრივ გამართლებული იქნება", - წერს ტომარაძე.




 

big_banner
არქივი