logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა
- +

21 დეკემბერი. 2016. 11:58



 

„ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე მეუღლის, ირაკლი ალასანიას შესახებ წერს.


ირაკლი ალასანიას დღეს 43 წელი შეუსრულდა.  


„ერთმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა, ქალს აქვს უფლება ყველაფერი შეეშალოს, იმის გარდა, შვილებს ვისგან აჩენსო. კმაყოფილებით აღვნიშნავ, - რა, რა და ეს მთავარი საკითხი ნამდვილად არ შემშლია. ძველი მისალოცი სტატუსი შემახსენა ცუკერმა, ჯერ კიდევ პოლიტიკაში რომ იყო და მძინარე მზეთუნახავივით დაძინებას ვითხოვდი. რა კარგია, რომ არაფერია მუდმივი. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც მას არჩევნებზე ენდო და ხმა მისცა, ვინც მე მენდო, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანს ვთავაზობდი და ჩემი ხათრით მისცა ხმა, - არაფერია ადამიანების ნდობაზე ძვირფასი", - წერს ფანჯიკიძე.




 

big_banner
არქივი