logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ქართული მედია რატომ არ აპროტესტებს „რადიო თავისუფლების“ უკანონო გადაწყვეტილებას?
- +

2 თებერვალი. 2018. 11:21



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სადაა ქართული მედია, რატომ არ აპროტესტებს „რადიო თავისუფლების" უკანონო გადაწყვეტილებას ქართული სამსახურის უფროსის დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ? დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ არ შეასრულა „რადიო თავისუფლების" სათაო ოფისის გადაწყვეტილება გადაცემების „რუსთავი 2"-ზე განთავსებასთან დაკავშირებით.

 

„რადიო თავისუფლება" არ უნდა თანამშრომლობდეს მედიასაშუალებასთან, რომელიც აშკარად წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას და არის მიკერძოებული", - განაცხადა „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ სათაო ოფისის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ყველაფრის ექსპერტობაზე თავს რომ დებენ, აი, ის ექსპერტები: ლაშა ტუღუში, ნინია კაკაბაძე, თამარ კინწურაშვილი, გია ხუხაშვილი, თამარ გურჩიანი და სხვები, სად არიან? აფგან მუხთარლიზე რომ შემოიხიეთ ყველაფერი, ქართველი ჟურნალისტის მიმართ უკანონო ქმედება თქვენთვის საინტერესო არაა?

 

თქვენი დუმილი სავსებით გასაგებია, რაშიც ფულს გიხდიან, იმაზე ყვირით, ამიტომაცაა თქვენი დევიზი „თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არა და, სხვისი ვარ", - წერს მჟავანაძე. 


 

big_banner
არქივი