logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ასე გავიარე გაჭირვების წლები, ემიგრაცია, უფულობა, უშუქობა და სიმარტოვე...
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:52


 

 

 

 

 

„საერთოდ ვალდებულება, დედას არა აქვს შვილისადმი, არა თუ ადამიანებს ზოგადად", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი წერს.

 

„სკოლის დამთავრების შემდეგ, უაღრესად გამიჭირდა, ქუთაისში ვსწავლობდი, თან პარალელურად ვმუშაობდი. შემდეგ იყო ცხოვრების გაფანტული წლები ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, მოსკოვში.

 

მახსოვს 10 თვე შტატგარეშედ ვმუშაობდი მოსკოვში, მინუს 20-22 გრადუსში, თითები მეყინებოდა შტატივზე მუშაობით, მშიერი ვწვებოდი და მშიერივე ვდგებოდი, დილიდან რუტინა თავიდან იწყებოდა. ამ დროს ჩემი ასაკში შესული მშობლები და მცირეწლოვანი შვილი, სამტრედიაში იყვნენ სიცივესა და სიბნელეში...

 

ანუ რატომ ვწერ ამას: ცხოვრება ასეთია, რაღაც ეპოქაში ვიღაც შედარებით მაღალ საფეხურზეა, შემდეგ სხვა და ა.შ. მინდა იცოდეთ, რომ წითელ სკამზე არავინ დამხმარებია, არც ტაშ-ფანდურით მივსულვარ იქამდე. იყო დევნა, მოსმენა, ძალადობა ოჯახის წევრებზე, შანტაჟი, მუქარა. ამ დროს ხალხი (ახლა, რომელიც რაღაცას მავალდებულებს) იყო ჩუმად, მეტიც, რეჟიმს ეხმარებოდა. გადავყლაპე, გულის კუნჭულის უკან გადავაგდე... არადა მაშინაც კლასელი, მეგობარი, ამხანაგი ან მეზობელი ვიყავი. თუმცა, ეს ყველაფერი მოგვიანებით აღმოაჩინა, ზოგიერთმა...

 

მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, აი ასე გავიარე მგელივით-მართლა გაჭირვების წლები, ემიგრაცია, უფულობა, უშუქობა, სიმარტოვე და ათასგვარი ტრაგედიები, ჩემი ახალგაზრდობა ჩაიკარგა სადღაც, ისე როგორც ჩვენი თაობის უმეტესობის... მაშინ ძალიან კარგად მახსოვს: არავის არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად, რომ ჩემი მშობლები, რომლის ერთადერთი შვილიც არ იყო საქართველოში, უბრალოდ ენახათ. არც 3 წლის ბავშვისთვის არ მიუტანიათ 3 ცალი კი არა 1 ცალი კანფეტი. რატომ? - იმიტომ, რომ არავის ვავალდებულებდი არაფერს და არც ივალდებულებდა ვინმე თავს.

 

ვალდებულება, როგორც ასეთი-არ არსებობს!!! არსებობს კეთილი ნება, რომელსაც ადამიანი გამოხატავს. ნუ განვსჯით ადამიანებს-დღევანდელი დღით, ჩვენი გადმოსახედიდან. მე ბევრჯერ წამაქცია ცხოვრებამ, მაგრამ ბევრჯერ წამოვდექი... ცხოვრება კარდიოგრამასავითაა, სულ აღმართი ვერ იქნება... ეს დაბადებიდან ვიცი და მივყვები, სხვაზე არ ვიბოღმები და სხვას არ ვავალდებულებ... ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ვიცი, რომ თუ შემიძლია მთას წავაქცევ და უცნობს თუ მოყვასს დავეხმარები, მაგრამ „აბეზალოვკად" და ვალდებულებად არ ავიკიდებ!

 

ჰო მართლა, მოვეშვათ შტანგენცირკულით გაზომვას დეციმეტრებში, რომ მე ამას ის გავუკეთე და ამან ის ვერ გამიკეთა...

 

გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს, მისი პრობლემაა და არა ჩემი.

 

უფასო რჩევა: ბოღმა კლავს... კლავიატურასთანაც...

 

P:S. მე ან ჩემიანმა, როდესაც ცხოვრებაში შეცდომები დავუშვით, არავინ დაგვიდანაშაულებია, არც არავინ დაგვივალდებულებია..." - წერს ოთარ ჩრდილელი.






 

big_banner
არქივი