logo_geo
არჩილ გამზარდია: სააკაშვილი ადამიანთმოძულე, მხდალი და განდიდების მანიით შეპყრობილი რომ არ ყოფილიყო...
- +

21 დეკემბერი. 2016. 18:52


 

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი ადამიანთმოძულე, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი მხდალი და ამავდროულად განდიდების მანიით დაავადებული, მისი ენერგია, შემოქმედებითობა და კვალიფიკაცია ბევრ საკითხში წარმატებული იქნებოდა ქვეყნისთვის.

 

ხშირად უდანაშაულოდ დაკავებული და დახოცილი მოქალაქეები - ინსტიტუციურად განვითარებული პატრულის წარმატების წინააღმდეგ;

 

გაუბედურებული პენიტენციუალური სისტემა და ათასობით დახოცილი, ღირსება აყრილი მოქალაქე - ციხეში მოთარეშე კლანების გაუვნებელჰყოფის წარმატების წინააღმდეგ;

 

დამატებით დათმობილი ტერიტორიები, გამოდევნილი მოსახლეობა და სისხლი - სიღნაღის, მესტიის და ანაკლიის წარმატების წინააღმდეგ;

 

დარეკეტებული ბიზნესი - განვითარებული იუსტიციის - სერვისების მეტი მოქნილობისა და ხარისხის წარმატების წინააღმდეგ;

 

და ა.შ. ჩამონათვალი შეგვიძლია ვრცლად მოვიტანოთ;

 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა არაერთი წარმატების მიღწევა, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვიღებდით წარმატებაზე უფრო მეტი წარუმატებლობისა და შევიწროების ხარჯზე;

 

და მაინც... შემიძლია ახლაც ვთქვა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი, 2005 წლიდან აქტიურად ვაკრიტიკებდი მიხეილ სააკაშვილს, უმთავრესად, ადამიანებისადმი სიძულვილის გამო, საკუთარი მოქალაქეებისადმი სიძულვილის გამო, რომ არა ეს ფაქტორი, ალბათ ვიქნებოდი მათდამი ბევრად გულშემატკივრული", - წერს გამზარდია.




 

big_banner
არქივი