logo_geo
„სემუელი ბავშვს ამეცადინებს“
- +

21 დეკემბერი. 2016. 20:37


 

 

„არა, რა... ფოტომოყვარულმა ჩვენი თეთრი ლომების ვოლიერთან ერთი კარავი უნდა დადგას და დასახლდეს იქ!",- ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს და თეთრი ლომების ფოტოს აქვეყნებს.

 

„ამჯერად სემუელი ბავშვს ამეცადინებს და მეფურად „გაშხლართვას" ასწავლის.

 

გასაოცარია, მაგრამ ყველა კადრში ბოკვერი ზედმიწევნით იმეორებს მამის მოძრაობას - თათები, თავი, მზერა, ღიპი... ჰო, კუდი სხვა მხარეს აქვს გადაგდებული...

 

თქვენ არ იცით, რა ძნელია ამ ფოტოებიდან საუკეთესოს არჩევა!",- წერს თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელი.



 

 

 

 

big_banner
არქივი