logo_geo
ნინო ჯღარკავა: არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესებულა ამ ამაზრზენი ფაქტით!..
- +

9 თებერვალი. 2018. 19:33



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესებულა ამ ამაზრზენი ფაქტით, არცერთს არ უნაღვლია, ჩემი 6 თვის ტასოს ფოტო რატომ ფრიალებს ელისო კილაძის გვერდზე და რატომ მიდის ამ ფოტოს ქვემოთ ათასი ბინძური კომენტარი ჩემი გვარის მიმართ! პირიქით, დღეს მთელი დღეა ტელევიზიები იმას არკვევენ თურმე, კილაძეს ვინ დაურეკა ტელეფონზე და ვინ აგინა. ნახევარი საქართველო გამწარებული ჰყავს და იმის შიშით, ტელევიზიის ჟურნალისტებს არ მიდგეს, ერთ ადგილს უწმენდენ! ბრავო, აუცილებლად დავიმახსოვრებ თქვენს გვერდით დგომას, ობიექტურობა აწი არ ახსენოთ არცერთმა! ჩემგანაც იმას მიიღებთ მალე, რაც დათესეთ! გულწრფელი მადლობა სააგენტო „აიპრესს", თამუნა ლეფსვერიძეს და ირმა მესხიას, ვინც წუხელვე ჩაერთნენ, აღშფოთდნენ, დამაკვალიანეს და სიმართლის გვერდით დადგნენ!" - წერს ჯღარკავა.












 

big_banner
არქივი