logo_geo
„არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ვერ არის სრულ ჭკუაზე, ან ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მართული ძალაა“
- +

21 დეკემბერი. 2016. 21:23


 


ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„როცა ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და გაქვს პრეტენზია, ქვეყნის უკეთეს მომავალსა და უსაფრთხოებაზე, მაშინ არ უნდა გაგიჩნდეს მსგავსი აზრი, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააკნინო და დაასუსტო, ქვეყნის უსაფრთხოება, შენი გაუაზრებელი, არაკომპეტენტური და ქვეყნისათვის საზიანო მოთხოვნით.

 

ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ტერორიზმმა, ძალადობამ და ადამიანთა ცხოვრების განადგურების მსურველთა რაოდენობამ კატასტროფულ რიცხვს მიაღწია, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციები კიდე უფრო შესუსტდეს, ამისთვის მათ სასამართლოსაც კი მიმართეს, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს იმას, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს, ჩნდება ლოგიკური და საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ არის ეს ტერორისტული ორგანიზაციების წახალისების ერთ-ერთი ბრმა იარაღი?

 

ფაქტი ერთია, რომ ამ არასახელმწიფოებრივი ქმედების ავტორი, სავარაუდოდ, ან ვერ არის სრულ ჭკუაზე, ან ბნელი და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მართული ძალაა. მიუხედავად იმისა რომ, ეს არაადეკვატური მოთხოვნაა თავისი შინაარსით, პოლიტიკური ელიტა მეტად სერიოზულად მოეკიდა და რამოდენიმე სერიოზულმა პოლიტიკურმა ძალამ, ეს ინიციატივა დაგმო და ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნია.

 

მე როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე და რიგითი ჟურნალისტი, ვთვლი და მიმაჩნია, მსოფლიოში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო, რასაც ბავშვების სიცოცხლეც კი ეწირება, ქვეყნის უსაფრთხოების ბერკეტები, არა თუ შესუსტდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს, გამკაცრდეს კონტრდაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები, რათა დაცული იქნას ქვეყნის უსაფრთხოება და ადამიანების სიცოცხლე.

 

ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოში ის სიმშვიდე, რაც დღეს სუფევს დიდხანს გაგრძელდება და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ასევე, ვიმედოვნებ ვიღაც პროვოკატორების მიერ, შემოგდებული თემები, სერიოზული მსჯელობის საგანი არასდროს გახდება და ჩვენი სამართალდამცავები ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ყველას მშვიდობას გისურვებთ", - წერს ლიპარტელიანი.


 

big_banner
არქივი