logo_geo
ირმა ინაშვილი: „სამწუხარო“ ამბავი შემატყობინეს...
- +

11 თებერვალი. 2018. 00:59



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სამწუხარო" ამბავი შემატყობინეს. თურმე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა ირმა ინაშვილისა. დღეს რა მეწყინებოდა, ამაზე ვფიქრობდი და აი, „მეწყინა"...

 

თვითონ სტუდენტობიდან საბჭოთა КГБ- ს მიერ „დავერბოვკებული", ლუბიანკას ოქროს აგენტი - სააკაშვილი რომ რუსეთის აგენტად მოგიხსენიებს და შენთან თანამშრომლობას გამორიცხავს, სუპერ კომედიაა. ეს ორმაგი, მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომლის ნახევარი სწორედ რუსებს ჩააბარა. მე თუ რუსეთთან დიალოგზე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და ვმოქმედებ იმისათვის, რომ კრემლისთვის სააკაშვილის მიერ ჩაბარებული ქართული მიწების 22% როგორმე დავიბრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ და ახალი ტერიტორიები არ დავკარგოთ.

 

სააკაშვილო, წადი, შე გენეტიკურად და მემკვიდრეობით რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე, ვიდრე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა გადმოგიბარებს", - წერს ინაშვილი.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი