logo_geo
ირაკლი შონია: ჩვენი დაუფასებელი მამულიშვილები!
- +

13 თებერვალი. 2018. 14:02

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ეს ფოტო ვნახე, ძალიან გამიხარდა. მთავრობის სასახლის კიბის თავში ზის ქალბატონი ნანა დგებუაძე, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი... ნანა 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს სასიკვდილოდ დაშავდა მომწამვლელი ნივთიერების შედეგად და ექიმების თქმით, სათუოც კი იყო მისი გადარჩენა... ღვთის შეწევნით, გადარჩა და დაუყოვნებლივ ჩადგა კვლავ ეროვნული მოძრაობის რიგებში, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მხარდაჭერისთვის „კარვის ქალის" ეპითეტი უმალ არ ასცდა... პუტჩის შემდგომ საშინელი დევნა და რეპრესიები გადაიტანა, მისთვის უმძიმეს გასახსენებლად რჩება დახვრეტილი მშვიდობიანი მიტინგები და მანიფესტაციები, ყველაფერი ფურცელზე გადაიტანა და რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი და საგაზეთო მასალებს ვამზადებდი, თავისი ჩანაწერები მისახსოვრა, ოდესმე იქნებ საქართველოს ისტორიას გამოადგესო... მახსოვს, როგორ მიჰქონდა მიტინგებზე დაპატიმრებულებთან „კპზ"-ში საკვები, როგორ პატრონობდა პოლიტპატიმრებს... მას შემდეგ მრავალმა უბედურების წლებმა ჩაირა... ჩვენ ყველას წლები მოგვემატა... ნანა დგებუაძეც უკვე ასაკოვანი ქალბატონია და ერთ-ერთ ტაძარში ახლა მგალობელია და ისევ ღვთის საქმით ირჩენს თავს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში.....

ჩვენი დაუფასებელი მამულიშვილები!" - წერს ირაკლი შონია.










 

big_banner
არქივი