logo_geo
ირაკლი ჟვანია: ათი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ბადრის ქანდაკების გაკეთება მომიწევდა...
- +

17 თებერვალი. 2018. 13:58



თბილისის მთაწმინდის პარკში, ბიზნესმენისა და მეცენატის, ჰოლდინგის სს „ი-მედიას" დამფუძნებლისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის ქანდაკება დაიდგმება.


მოქანდაკე ირაკლი ჟვანია აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დავამთავრეთ... ათი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ მომიწევდა ბადრის ქანდაკების გაკეთება... ამავე ადგილას ვიდექით ათი წლის წინ და სიცოცხლის ხეს ვდგამდით, არაჩვეულებრივი კაცი იყო ბადრი... ცხოვრება ერთი წუთია და ყველანი სუსტები ვართ, ამას ყველაზე მეტად გრძნობ ასეთ მომენტებში...

 

მთაწმინდის პარკი - 16.02.2018", - წერს ჟვანია. 

 

 

 

big_banner
არქივი